კოალიციების შექმნით უნდათ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ - თითქოს, განსხვავებულები არიან და „ნაციონალებთან“ კავშირი არ აქვთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც კოლაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "გაუგებარია რა კოალიციაზე საუბრობს ოპოზიცია ან რა შანსები აქვთ მათ მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებზე".
"მე არ ვიცი, რა კოალიციაზეა საუბარი ან რა შანსები აქვთ მათ. ყველა პოლიტიკური პარტია ცდილობს, როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახოს. ცოტა გაუგებარია, როგორ უნდა მოხდეს ამის გადანაწილება პარტიებს შორის. ყველა ეს ადამიანი არის "ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული. დღეს, შეიძლება სხვა პარტიის სახელებით გამოდიოდნენ, სხვა რაღაცები შექმნან. აქვთ მისწრაფება, რომ სხვადასხვა პლატფორმა გააჩინონ. მათი სურვილია, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ - თითქოს, ისინი განსხვავებულები არიან, "ნაციონალებთან“ კავშირი არ აქვთ. თუმცა, საზოგადოებას ხომ ყველაფერი კარგად ახსოვს, ვინ ვინ არის, ვინ სად იყო, რას აკეთებდა და ა.შ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის, ასე იყო და ასე იქნება მომავალშიც“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press