2012 წლიდან 2024 წლამდე, ივანიშვილის პარტიამ ადამიანებს პროდუქტების ფასები გაუძვირა, ფაქტობრივად, ორნახევარჯერ. ამიტომ, ეს ყველაფერი 2024 წელს საქართველოს მოქალაქემ უნდა შეცვალოს, შეცვალოს ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც დაკავებულია მხოლოდ საკუთარი გამდიდრებით და არა ხალხზე ზრუნვით. კეთილდღეობა ყველას და არა ერთეულებს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, ფასების ზრდის კუთხით, საქართველოში "უმძიმესი რეალობაა".
“უმძიმეს რეალობაზე უნდა გესაუბროთ, რომელიც აქვს საქართველოს მოქალაქეს და ეს გამოისახება პროდუქტის გაზრდილ ფასებში. ყოველდღიურად, ჩვენს მოქალაქეებს უწევთ გაძვირებული პროდუქტების შეძენა მარკეტებში, მაღაზიებში, ბაზრებში და ყოველდღიურად ადამიანი გრძნობს, თუ როგორ გაუძვირა ივანიშვილმა 12 წლის თავზე ცხოვრება.
მე მიჭირავს ორი ქვითარი, რომელიც იყო 2012 წელს და რომელიც არის 2024 წელს და ძალიან მარტივად შემიძლია დაგიდასტუროთ, თვალნათელი მაგალითები გითხრათ, როგორ გაძვირდა ცხოვრება ჩვენი თანამოქალაქისთვის. მაგალითად ზეთი, რომელიც ყველა ოჯახში არის, რადგან მინიმალური პროდუქტების მომზადება შეძლოს ადამიანმა, ღირდა 3 ლარი და 10 თეთრი, ახლა ეს ზეთი ღირს 5 ლარი და 90 თეთრი. ძროხის ხორცი რომ ეყიდა ადამიანს, ამისთვის სჭირდებოდა 11 ლარი, დღეს სჭირდება 27 ლარი და კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი, თვეები ისე გავა, რომ ხორცს ვერ აჭმევს მის მცირეწლოვან შვილს. ზრდასრული ადამიანები კიდევ ითმენენ და თავის თავს არ ჩივიან, თუმცა შვილების გამოკვებას ვერ ახერხებენ ადამიანები და მე ვიცი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც პურის ფქვილს ყიდულობს განვადებით და შემდეგ განვადებას იხდის, რომ სახლში მისი ოჯახის წევრს პური გამოუცხოს.
ამ ქვითარზე, სადაც პატარა კალათია გამოსახული - პური, კარტოფილი, ზეთი, კვერცხი, ძროხის ხორცი, ყველი, რძე, შაქარი, ხახვი 2012 წელს თითო კილოგრამი რომ ეყიდა საქართველოს მოქალაქეს, დასჭირდებოდა 32 ლარი 80 თეთრი, დღეს იგივე კალათი რომ შეიძინოს მოქალაქემ, დასჭირდება 74 ლარი 45 თეთრი, ფაქტობრივად, ორნახევარჯერ უფრო მეტის გადახდა და ახლა ჰკითხეთ საქართველოს მოქალაქეს, როგორია 30 ლარის კალათაში რომ იხდის 74 ლარს.
ცხადია, ეს არის კატასტროფა და უნდა გვესმოდეს ისიც, რომ 2024 წელი არის შესაძლებლობა, შევცვალოთ ეს დამოკიდებულება მოქალაქის მიმართ და უნდა ესმოდეს საქართველოს მოქალაქეს, რომ მაგალითად სომხეთში, აზერბაიჯანში და თურქეთში იგივე პროდუქტი არის ბევრად იაფი, ვიდრე საქართველოში. შესაძლებელია, რომ საქართველოშიც იყოს იაფი, მით უმეტეს სომხეთში ევროპული პროდუქციის დიდი ნაწილი ხვდება საქართველოს გავლით. ამიტომ, ეს ყველაფერი 2024 წელს საქართველოს მოქალაქემ უნდა შეცვალოს, შეცვალოს ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც დაკავებულია მხოლოდ საკუთარი გამდიდრებით და არა ხალხზე ზრუნვით, კეთილდღეობა ყველას და არა ერთეულებს",- განაცხადა ხაბეიშვიმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press