Foto

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპმა კოლორადოს შტატის პრაიმერიზში მონაწილეობის უფლება მიიღო

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დონალდ ტრამპმა კოლორადოს შტატის პრაიმერიზში მონაწილეობის უფლება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

19 დეკემბერს, კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შტატის პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა. დადგენილებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილების საფუძველი საკონსტიტუციო მუხლია, რომელიც თანამდებობის პირს ამბოხებაში მონაწილეობას უკრძალავს.

ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპს კოლორადოს შტატის ხვალინდელ პრაიმერიზში მონაწილეობის მიღება შეეძლება.