Foto

გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი ვოლკერ ტურკი რუსეთს წინასაარჩევნო რეპრესიების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი ვოლკერ ტურკი რუსეთს წინასაარჩევნო რეპრესიების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს.

ვოლკერ ტურკმა რუსეთი "დამოუკიდებელი ხმების" ჩახშობისთვის გააკრიტიკა და ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის "დევნის" გამო შეშფოთება გამოთქვა.

ამასთან, მან მსოფლიოს მასშტაბით არსებულ ათობით კონფლიქტზე ისაუბრა და ადამიანის უფლებათა კანონის დარღვევისთვის მწუხარება გამოთქვა,

"კაცობრიობას იშვიათად შეხვედრია ამდენი სწრაფი სპირალური კრიზისი", - განაცხადა ტურკმა.