Foto

მაკრონი - უახლოეს მომავალში ფრანგი ჯარისკაცები უკრაინაში არ გაიგზავნებიან

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჩეხურ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ფრანგი ჯარისკაცები უკრაინაში არ გაიგზავნებიან.

როგორც მაკრონი აღნიშნავს, პარიზში გამართულ კონფერენციაზე ლიდერებმა განიხილეს დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა, მაგრამ ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, თუმცა მომავალში გამორიცხული არაფერია.

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ განვიხილავთ ფრანგი ჯარისკაცების უკრაინაში გაგზავნას, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიწყებთ დისკუსიებს და ვფიქრობთ ყველაფერზე რისი გაკეთებაცაა შესაძლებელი უკრაინის მხარდასაჭერად“, - განაცხადა მაკრონმა.