ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ჩვენთვის, ბუნებრივია, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვას, ჰქონდა თუ არა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაცია ჯანდაცვის მინისტრის პოსტთან დაკავშირებით, კობახიძემ ასე უპასუხა:
"რა რეჟიმში წარიმართება პარტიული და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, ეს არის ჩვენი შიდა სამზარეულო, ჩვენი საქმე. როდესაც მიიღება ასეთი პრინციპული, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ჩვენ გვაქვს კონსულტაციები გუნდის ყველა ლიდერთან.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პოზიციას, ჩვენთვის ამას აქვს, ბუნებრივია, განსაკუთრებული მნიშვნელობა არა მარტო იმის გამო, რომ ის არის ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ჩვენი პარტიის ლიდერი, არამედ პირველ რიგში იმის გამო, რომ მას აქვს განსაკუთრებული დამსახურება გუნდის წინაშე და განსაკუთრებული უნარი, რომ სწორი რჩევა მისცეს".
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press