Foto

სიიარტო - უნგრეთს არ შეუძლია, ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მხარი დაუჭიროს მარკ რუტეს, რომელსაც უნგრეთის დაჩოქება სურდა

უნგრეთს არ შეუძლია, მარკ რუტეს ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დანიშვნას მხარი დაუჭიროს, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

როგორც სიიარტო აღნიშნავს, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს, "ადრე უნგრეთის დაჩოქება სურდა".

„ჩვენ ნამდვილად ვერ დავუჭერთ მხარს ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ადამიანის არჩევას, რომელსაც ადრე უნგრეთის დაჩოქება სურდა“, - განაცხადა სიიარტომ.