Foto

ბლინკენმა ისრაელს მოუწოდა, მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა შესაძლო საშუალება ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელს მოუწოდა, მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა შესაძლო საშუალება ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მეტი სასაზღვრო პუნქტის გახსნასა და მეტი დახმარების გაგზავნას მოითხოვს.

„ისრაელმა უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო საშუალება, ყველა შესაძლო მეთოდი, რათა დაეხმაროს ადამიანებს, რომლებსაც ეს სჭირდებათ. ამისთვის საჭიროა მეტი სასაზღვრო პუნქტის გახსნა, ეს მოითხოვს მეტი დახმარების გაგზავნას, რათა დარწმუნდნენ, რომ ეს დახმარება მიაღწევს იმ ადამიანებამდე, ვისაც ეს სჭირდება. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხზე ზეწოლას ყოველდღე, რადგან ეს სიტუაცია უბრალოდ მიუღებელია“, - განაცხადა ბლინკენმა.