რუსი მკვლელები პასუხს აგებენ,- ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის ავიაციისა და შავი ზღვის ფლოტის მეთაურების დაპატიმრების ორდერის გაცემას.
როგორც ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რუსეთის სამხედრო მაღალჩინოსნებმა უკრაინის ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები განახორციელეს.
"მათ განახორციელეს და ახორციელებენ ტერორისტულ კამპანიას ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ. განახორციელეს დარტყმები ჩვენს ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ეს არის აშკარა დანაშაულები - რუსეთის ომის დანაშაულები და დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ. რუსი მკვლელები პასუხს აგებენ",- აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაპატიმრების ორდერი რუსეთის ფედერაციის საჰაერო კოსმოსური ძალების ავიაციის მეთაურზე, სერგეი კობილაშზე და რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის მეთაურზე, ვიქტორ სოკოლოვზე გასცა.
სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ "არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ორ ეჭვმიტანილს პასუხისმგებლობა ეკისრება მათ დაქვემდებარებაში მყოფი ძალების მიერ უკრაინის ელექტრო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებზე, სულ მცირე, 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 2023 წლის 9 მარტამდე".
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press