ეს არის ნიადაგის მომზადება იმისთვის, რომ ტრადიციულად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა კლონებმა არ აღიარონ არჩევნები,- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „საარჩევნო ცვლილებებზე“ პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ეს არის პირდაპირი თავდასხმა და ჩარევა საარჩევნო პროცესში".
„შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უღიარებია არცერთი საპარლამენტო არჩევნები. 2012 წელს არ აღიარეს დამარცხება და შემდეგ ამერიკელმა სენატორებმა დაარწმუნეს მიხეილ სააკაშვილი, რომ ეღიარებინა დამარცხება. 2016 წელს არ აღიარეს დამარცხება და კვირები დასჭირდათ იმისთვის, რომ მანდატი აეღოთ. 2020 წელს არ აღიარეს დამარცხება და თითქმის ერთი წელი დასჭირდათ, რომ მანდატები მიეღოთ. ზუსტად იმავეს აპირებენ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი კლონები 2024 წელს და ეს არის ნიადაგის მზადება. ვხედავთ, რომ ამაში ჩართულია ოპოზიცია, სალომე ზურაბიშვილი, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და მათ შორის, ზოგიერთი უცხოელი აქტორი. ეს არის პირდაპირი თავდასხმა და ჩარევა საარჩევნო პროცესში",- ამბობს პაპუაშვილი.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press