რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია ვიდეომიმართვას ავრცელებს და რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ 17 მარტს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე პროტესტი სხვადასხვა ფორმით გამოხატონ.
ნავალნაია ამომრჩევლებს მოუწოდებს, რომ ხმა მისცენ ნებისმიერ კანდიდატს, გარდა ვლადიმერ პუტინისა, ან ბიულეტენები გააფუჭონ.
„ჩვენ მაინც შეგვიძლია ეს ე.წ. არჩევნები გამოვიყენოთ პუტინის წინააღმდეგ და ჩვენი მიზნების მისაღწევად. თავად ალექსეიმ [ნავალნიმ] მოასწრო ჩვენთვის ეთქვა, როგორ გავაკეთოთ ეს. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ არჩევნების დღე - ვაჩვენოთ, რომ ვარსებობთ და ბევრნი ვართ; რომ ჩვენ ვართ ნამდვილი, ცოცხალი, რეალური ადამიანები და ჩვენ პუტინის წინააღმდეგ ვართ. უნდა მივიდეთ საარჩევნო უბანზე ერთ დღეს და ერთ დროს - 17 მარტს, შუადღეს. თქვენი ასარჩევია, რა გააკეთოთ შემდგომ. შეგიძლიათ, ხმა მისცეთ ნებისმიერ კანდიდატს, პუტინის გარდა; შეგიძლიათ, გააფუჭოთ ბიულეტენი; შეგიძლიათ, დააწეროთ მსხვილად „ნავალნი“,- განაცხადა იულია ნავალნაიამ.
ცნობისთვის, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს გაიმართება.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press