რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ჰააგის სასამართლოს მიერ ორი რუსი სამხედრო მაღალჩინოსნის დაკავების ორდერის გაცემას გამოეხმაურა.
როგორც პესკოვი აღნიშნავს, რუსეთი არ არის რომის სტატუტის მონაწილე და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების მიმართ „შესაბამისი დამოკიდებულება აქვს".
„ჩვენ არ ვართ რომის სტატუტის მონაწილეები, ჩვენ არ ვაღიარებით მას. შესაბამისი დამოკიდებულება გვაქვს ასეთი გადაწყვეტილებების მიმართ“, - განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაპატიმრების ორდერი რუსეთის ფედერაციის საჰაერო კოსმოსური ძალების ავიაციის მეთაურზე, სერგეი კობილაშზე და რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის მეთაურზე, ვიქტორ სოკოლოვზე გასცა.
სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ "არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ორ ეჭვმიტანილს პასუხისმგებლობა ეკისრება მათ დაქვემდებარებაში მყოფი ძალების მიერ უკრაინის ელექტრო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებზე, სულ მცირე, 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 2023 წლის 9 მარტამდე".
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press