Foto

ზელენსკი - ოდესაში რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშისას არიან დაღუპულები და დაჭრილები

ოდესაში ჩემი და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ყოფნისას რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშისას არიან დაღუპულები და დაჭრილები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, რუსეთმა სარაკეტო დარტყმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან მის შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე განახორციელა.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი რაკეტის დაცემის ადგილიდან 150 მეტრში იმყოფებოდა.

ცნობისთვის, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ოდესაში დღეს ჩავიდა.