Foto

ბრიტანეთი ისრაელს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის აუცილებლობის შესახებ აფრთხილებს

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე ისრაელის ომის კაბინეტის მინისტრს, ბენი განცს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ გააფრთხილებს.

როგორც დევიდ კამერონი აღნიშნავს, ჰუმანიტარულ დახმარების პაკეტში შესული "ზოგიერთი მათგანი აბსოლუტურად აუცილებელია სამედიცინო და სხვა პროცედურებისთვის".

"ძალიან ბევრი საქონელი უკან იგზავნება, რადგან ის, სავარაუდოდ, ორმაგი დანიშნულების საქონელია. ზოგიერთი მათგანი აბსოლუტურად აუცილებელია სამედიცინო და სხვა პროცედურებისთვის", - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.