უკრაინის პრეზიდენტისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს რუსეთის მიერ ოდესაზე თავდასხმას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელ გამოეხმაურა.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს ოდესაზე თავდასხმა რუსეთის ლაჩრული ტაქტიკის კიდევ ერთი ნიშანია.
"ოდესაზე თავდასხმა უკრაინის პრეზიდენტისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დროს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში რუსეთის ლაჩრული ტაქტიკის კიდევ ერთი ნიშანია. ეს კრემლისთვისაც კი ძალიან უღირსი საქციელია. უკრაინისა და მისი მამაცი ხალხისადმი ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ურყევია", - წერს შარლ მიშელი.
ცნობისთვის, როდესაც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ოდესაში იმყოფებოდა, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კორტეჟზე სარაკეტო თავდასხმის მცდელობა განხორციელდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press