Foto

პაპუაშვილი პრეზიდენტზე - ენმ-ისა და მისი კლონების გარდა, ყველას და ყველაფერს დაუპირისპირდა

სალომე ზურაბიშვილი დაუპირისპირდა ყველას და ყველაფერს, ვისაც კი შეიძლება დაპირისპირებოდა - დაწყებული საქართველოს პარლამენტიდან, საქართველოს მთავრობა, ეროვნული ბანკი, სხვა ინსტიტუტები, საპატრიარქო - ყველას, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი კლონების გარდა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. 

პაპუაშვილის თქმით, „ერთადერთი მიზეზი, რატომაც ზურაბიშვილი ინარჩუნებს თანამდებობას, არის ენმ-ის მხარდაჭერა".

„ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი - შეენარჩუნებინათ სალომე ზურაბიშვილი იმ თანამდებობაზე იმისთვის, რომ შეერყია ქართული სახელმწიფოებრიობა, რა თქმა უნდა, პარლამენტს იმპიჩმენტი უნდა გამოეცხადებინა. უბედურება არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველანაირ რყევას ხელს უწყობს. ამიტომ, ერთადერთი ვისთანაც მას აქვს ურთიერთობა, ეს გახლავთ რადიკალური ოპოზიცია და ეს არის არა მხოლოდ ურთიერთობა, არამედ ეს არის სწორედ პოლიტიკური ალიანსი და მან კიდევ ერთხელ დაადასტურა. ერთ აბზაცში უარყოფს, რომ თითქოს პოლიტიკაში არ არის, ან არ უნდა და მეორე აბზაცში, იქვე ამბობს, რომ არათუ უნდა და ისწრაფვის, ის „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგაც კი ყოფილა“, - ამბობს პაპუაშვილი.