უკრაინის პრეზიდენტისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს რუსეთის მიერ ოდესაზე თავდასხმას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა.
როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს ოდესაზე თავდასხმა რუსეთის "მშიშარა ტაქტიკის" კიდევ ერთი მაგალითია.
"თავდასხმა ოდესაზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და პრემიერ კირიაკოს მიცოტაკისის ვიზიტის დროს რუსეთის მშიშარა ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია. უკრაინისა და ევროპის დაშინების მცდელობაში მას წარმატებას ვერ ექნება. და ეს მხოლოდ გააძლიერებს ჩვენგან სოლიდარობას", - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე.
ცნობისთვის, როდესაც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ოდესაში იმყოფებოდა, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კორტეჟზე სარაკეტო თავდასხმის მცდელობა განხორციელდა.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყავე...
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
Mana press