Foto

ლიეტუვის დაზვერვა - რუსეთს აქვს საკმარისი რესურსი, რათა უკრაინაში ომის გაგრძელება, სულ მცირე, ორი წლის განმავლობაში შეძლოს

რუსეთს აქვს საკმარისი რესურსი, რათა უკრაინაში ომის გაგრძელება, სულ მცირე, ორი წლის განმავლობაში შეძლოს, - ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული.

ლიეტუვის სპეცსამსახურებში აცხადებენ, რომ რუსეთი ომზე უზარმაზარ რესურსს ხარჯავს და არანაირ ნიშანს არ ავლენს, რომ კონფლიქტის დეესკალაციას ემხრობა, იმის მიუხედავად, რომ თავის ოპერატიულ მიზნებს ვერ აღწევს.

"რუსეთი ნატოსთან გრძელვადიანი კონფრონტაციისთვის ემზადება, კერძოდ, ბალტიის ზღვის რეგიონში და ამისთვის თანდათან აფართოებს თავის სამხედრო შესაძლებლობებს დასავლეთით", - ნათქვამია ლიეტუვის სამხედრო დაზვერვის სამსახურის ანგარიშში.