რუსეთს აქვს საკმარისი რესურსი, რათა უკრაინაში ომის გაგრძელება, სულ მცირე, ორი წლის განმავლობაში შეძლოს, - ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული.
ლიეტუვის სპეცსამსახურებში აცხადებენ, რომ რუსეთი ომზე უზარმაზარ რესურსს ხარჯავს და არანაირ ნიშანს არ ავლენს, რომ კონფლიქტის დეესკალაციას ემხრობა, იმის მიუხედავად, რომ თავის ოპერატიულ მიზნებს ვერ აღწევს.
"რუსეთი ნატოსთან გრძელვადიანი კონფრონტაციისთვის ემზადება, კერძოდ, ბალტიის ზღვის რეგიონში და ამისთვის თანდათან აფართოებს თავის სამხედრო შესაძლებლობებს დასავლეთით", - ნათქვამია ლიეტუვის სამხედრო დაზვერვის სამსახურის ანგარიშში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press