Foto

„ევროპის სახალხო პარტიამ“ ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

„ევროპის სახალხო პარტიამ“ ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

ლაიენმა ევროკავშირის წინაშე მთავარ გამოწვევებს შორის დაასახელა ომი უკრაინაში, კრიზისი ღაზაში, რომელიც „ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიაციას იწვევს და ჩინეთის აღზევება".

„აქ, სახლში, პუტინის მეგობრები ცდილობენ, გადაწერონ ჩვენი ისტორია და მოგვპარონ მომავალი. კლავიატურას ამოფარებულნი, ისინი სიძულვილს ავრცელებენ. ჩვენი მშვიდობიანი და ერთიანი ევროპა პოპულისტების, ნაციონალისტების, დემაგოგების მხრიდან გამოწვევის წინაშეა“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.