Foto

ტუსკი - მშვიდობის ეპოქა დასრულდა - ევროპაში პოლიტიკურმა მოკავშირეებმა უნდა გაიაზრონ ახალი რეალობა, რომელშიც ომი კვლავ შესაძლებელია

მშვიდობის ეპოქა დასრულდა, ომის შემდგომი ეპოქა დასრულდა. ჩვენ ვცხოვრობთ ახალ, ომამდელ ეპოქაში, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

დონალდ ტუსკმა ევროპაში პოლიტიკურ მოკავშირეებს მოუწოდა, გაიაზრონ ახალი რეალობა, რომელშიც კვლავ შესაძლებელია ფართომასშტაბური ომი, და იფიქრონ და იმოქმედონ ამ ახალი რეალობის შესაბამისად.

"ევროპის პოტენციალი - ეკონომიკური, ფინანსური, დემოგრაფიული და მორალური განზომილებებით - უფრო მეტია, ვიდრე მათი, ვინც თავს გვესხმება", - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.