ეს იყო მრისხანე, პოლარიზებული და სიძულვილის ენით სავსე გამოსვლა,- ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კონგრესში ყოველწლიურ გამოსვლას.
როგორც ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, ბაიდენი "იმიგრაციის საკითხს არასდროს გამოასწორებს".
"ეს იყო მრისხანე, პოლარიზებული და სიძულვილის ენით სავსე გამოსვლა. მან ძლივს ახსენა იმიგრაცია. ის არასდროს გამოასწორებს იმიგრაციის საკითხს და არც სურს. მას სურს, ჩვენი ქვეყანა გავსებული იყოს მიგრანტებით. დანაშაული გაიზრდება იმ დონემდე, რომელიც აქამდე არ გვინახავს და ეს ძალიან სწრაფად ხდება",- ამბობს ტრამპი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ირანის მიმართ პოზიციის გამოც აკრიტიკებს.
"ის არ აღუდგა პუტინს, მან პუტინს უკრაინა მისცა",- წერს დონალდ ტრამპი.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press