ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ იმას, რომ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები ომს ვერ მოაგვარებს,- ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უკრაინისთვის "ტაურუსის" ტიპის რაკეტების გადაცემის საკითხზე საუბრისას, ფინეთში ვიზიტის დროს განაცხადა.
როგორც პისტორიუსმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, "გერმანიას არ სურს, იყოს ომის მხარე და ეს არის მიზეზი იმისა, რომ "ტაურუსები" უკრაინაში ჯერ არ გაგზავნილა".
პისტორიუსმა ასევე აღნიშნა, რომ სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესახებ დისკუსია უნდა შეწყდეს, რადგან "ეს არავის სურს".
თავდაცვის მინისტრის თქმით, გერმანია უკრაინის ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერი და იარაღის სიდიდით მეორე მიმწოდებელია ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press