Foto

პოდოლიაკი - წითელი ხაზები გლობალურ პოლიტიკაში არ არსებობს, ისინი მოიგონეს მათ, ვისაც პასუხისმგებლობის აღება არ სურს

წითელი ხაზები გლობალურ პოლიტიკაში ნამდვილად არ არსებობს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც პოდოლიაკი აღნიშნავს, „წითელი ხაზები მოიგონეს მათ, ვისაც არ სურს პასუხისმგებლობის აღება და ცდილობს, ზურგი შეაქციოს რეალურ პრობლემებს".

„წითელი ხაზები გლობალურ პოლიტიკაში ნამდვილად არ არსებობს. ისინი მოიგონეს მათ, ვისაც არ სურს პასუხისმგებლობის აღება და მუდმივად ცდილობს, ზურგი შეაქციოს რეალურ პრობლემებს, არ შეხედოს… ამ მითს აქტიურად იყენებენ რუსეთის მსგავსი ქვეყნები, რომ პრიმიტიულად შეაშინონ თავიანთი აგრესიული პროპაგანდით. სინამდვილეში კი, რუსეთი უპირობოდ აცხადებს უარს საერთაშორისო სამართალზე, საერთაშორისოდ დადგენილ წესებზე, ჰუმანიზმსა და ადამიანობაზე, ომის დანაშაულებზე პასუხისმგებლობაზე.

რუსეთი ყოველთვის ავრცელებს გაბერილ მითებს, აქვს შიშის და კოლექტიური უპასუხისმგებლობის იმედი. თუმცა, დრო შეიცვალა და ევროპული დემოკრატიები დღეს მკაფიოდ აჩვენებენ სურვილს, სწორი აქცენტები დასვან ომში და რუსეთის მომავალში - ომი უნდა დასრულდეს რუსეთის სამართლიანი დამარცხებით და ტრანსფორმაციით“,- წერს პოდოლიაკი.