როგორ მივიღოთ სერიოზულად ისინი, ვინც უპასუხოდ ტოვებენ ათიათასობით ქალისა და ბავშვის სასტიკ მკვლელობას სირიიდან პალესტინამდე, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხდა.
როგორც ერდოღანი აღნიშნავს, ისინი, ვინც დუმან პალესტინელი ხალხის გენოციდის შესახებ, შეუძლებელია, იყოს თანმიმდევრული, ეფექტური და მიუკერძოებელი.
„გეკითხებით, ოდესმე გსმენიათ, რომ მათ ვინც მსოფლიოში ქალთა უფლებებზე აქტიურდ საუბრობენ, ხმა აემაღლებინოთ 7 ოქტომბრის შემდეგ პალესტინაში მოკლულ 32 ათასზე მეტ უდანაშაულო ადამიანზე, ძირითადად ქალებსა და ბავშვებზე. ისრაელია, რომელიც მუდმივად უტარებს ლექციებს კაცობრიობის დანარჩენ წევრებს უფლებებისა და კანონის შესახებ.
ყოფილხართ თუ არა იმ ადამიანების რეაქციების მოწმე, ვინც პრესის თავისუფლების მოხსენების ბარათებს გამოსცემს ისრაელის მიერ მოკლული 100-ზე მეტი ჟურნალისტის შესახებ? ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებს, რომლებიც თურქეთს ბოლო ანგარიშში აკრიტიკებენ, აქამდე ხმა არ ამოუღიათ. გსმენიათ თუ არა რაიმე განცხადებები ისრაელის ფარული და ღია მხარდაჭერის გარდა?”, - განაცხადა ერდოღანმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press