შვეიცარიის პარლამენტის ორივე პალატამ მხარი დაუჭირა შვეიცარიაში გაყინული რუსული სახელმწიფო აქტივების უკრაინის რეკონსტრუქციისთვის მოხმარებას. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იგნაციო კასისმა პარლამენტს განუცხადა, რუსეთმა საერთაშორისო სამართალი სერიოზულად დაარღვია.
"რუსეთმა სერიოზულად დაარღვია საერთაშორისო სამართალი. ამიტომ მან უნდა გამოასწოროს მიყენებული ზიანი... საერთაშორისო დისკუსიები მიმდინარეობს კომპენსაციის მექანიზმებთან დაკავშირებით და შვეიცარია მონაწილეობს თავისი ცოდნით, თავისი უნარებით და მთელი თავისი ისტორიით ამ სფეროში", - განაცხადა შვეიცარიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press