Foto

პოლონეთის საგარეო მინისტრი - უკრაინაში დასავლური ჯარების ყოფნა წარმოუდგენელი არ არის

უკრაინაში დასავლური ჯარების ყოფნა წარმოუდგენელი არ არის, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.

როგორც სიკორსკი აღნიშნავს, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ წამოჭრილი დისკუსია უკრაინაში დასავლური ჯარების შესახებ რუსეთზე ზემოქმედებისთვის სასარგებლოა.

„ვაფასებ საფრანგეთის ინიციატივას. მათ აქვთ კარგი განზრახვა, რუსეთის პრეზიდენტმა ჰკითხოს საკუთარ თავს, რა იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯი და არა დარწმუნებული იყოს იმაში, რომ ჩვენ არაფერს კრეატიულს არ გავაკეთებთ და შესაბამისად, შეძლოს თავისი სცენარების დაგეგმვა“, - განაცხადა სიკორსკიმ.