ამერიკის შეერთბული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ექსპრეზიდენტ დონალ ტრამპს უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრის გამო აკრიტიკებს.
როგორც ბაიდენი აცხადებს, ორბანი "დიქტატურას ეძებს".
"იცით, ვის შეხვდა ის მარ-ა-ლაგოში? უნგრელ ორბანს, რომელიც ცალსახად აცხადებს, რომ არ ფიქრობს, რომ დემოკრატია მუშაობს და ეძებს დიქტატურას. მე ვხედავ მომავალს, სადაც ჩვენ ვიცავთ დემოკრატიას და არ ვამცირებთ მას",- განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ცნობისთვის, 10 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდა. შეხვედრა ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შედგა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press