შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თელავში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარედ, ხევში გადაადგილების დროს, 2 მოზარდი დაიკარგა და რთული რელიეფის გამო, უსაფრთხო ადგილზე დამოუკიდებლად გამოსვლა ვეღარ შეძლო.
უწყების ინფორმაციით, მაშველებმა მოზარდი 25 მეტრის სიღრმიდან უვნებლად გამოიყვანეს.
"ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებმა მოზარდი, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, ხევიდან, 25 მეტრის სიღრმიდან უვნებლად გამოიყვანეს.
მოზარდების ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება",- ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press