Foto

სიკორსკი რომის პაპს - რას ფიქრობთ, რომ ბალანსისთვის პუტინს მოუწოდოთ, გამოიჩინოს გამბედაობა და გაიყვანოს ჯარი უკრაინიდან?

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც სიკორსკი X-ზე [ყოფილ Twitter-ზე] წერს, ახლა პაპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინიდან ჯარის გაყვანისკენ უნდა მოუწოდოს.

"რას ფიქრობთ, რომ ბალანსისთვის, ახლა პუტინს მოუწოდოთ, ეყოს გამბედაობა და გაიყვანოს თავისი ჯარი უკრაინიდან? მშვიდობა მაშინვე დაისადგურებდა ისე, რომ მოლაპარაკებები საჭირო არ იქნებოდა",- მიმართავს სიკორსკი რომის პაპს.

შეგახსენებთ, რომის პაპმა ფრანცისკემ RSI-თან ინტერვიუში, რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინამ "თეთრი დროშის" გამბედაობა უნდა გამოიჩინოს და რუსეთთან მოლაპარაკება აწარმოოს.