Foto

ზახაროვა - რომის პაპის მოწოდება უკრაინაში ომის დასრულების შესახებ დასავლეთისკენაა მიმართული

რომის პაპის მოწოდება უკრაინაში ომის დასრულების შესახებ დასავლეთისკენაა მიმართული, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

როგორც ზახაროვა აღნიშნავს, დასავლეთი უკრაინას რუსეთის დასუსტებისთვის თავისი ამბიციების ინსტრუმენტად იყენებს.

"რომის პაპი დასავლეთს სთხოვს, გვერდით გადადონ ამბიციები და აღიარონ, რომ ეს შეცდომა იყო", - განაცხადა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, რომის პაპმა ფრანცისკემ RSI-თან ინტერვიუში, რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინამ "თეთრი დროშის" გამბედაობა უნდა გამოიჩინოს და რუსეთთან მოლაპარაკება აწარმოოს.