გულწრფელად მაინტერესებს, რაზე ფიქრობდა, ვერ ვიგებ, - ასე გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი რომის პაპის განცხადებას, სადაც საუბარი უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების დასრულებაზე იყო.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მთელ მსოფლიოს უნდა ეყოს გამბედაობა და უკრაინელი ხალხის გვერდით დადგეს, ყველაფერი გააკეთოს, რომ ამ ხალხმა თავის დაცვა შეძლოს.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომზე საუბრისას, ზოგიერთი რამის გაგება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა საკუთარი თვალით ხედავ“, - განაცხადა ბერბოკმა.
შეგახსენებთ, რომის პაპმა ფრანცისკემ RSI-თან ინტერვიუში, რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინამ "თეთრი დროშის" გამბედაობა უნდა გამოიჩინოს და რუსეთთან მოლაპარაკება აწარმოოს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press