Foto

მელია - კეზერაშვილის კვალი ამ პარტიაში არ და ვერ იქნება, ამაზე მთელ გუნდში სრული კონსენსუსია

კეზერაშვილის კვალი ამ პარტიაში არ და ვერ იქნება, ამაზე არის სრული კონსენსუსი მთელ გუნდში, - ამის შესახებ პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს.

მელიას თქმით, დავით კეზერაშვილს არაერთხელ ურჩია, რომ "თუ დისტანცირდებოდა ქართული პოლიტიკისგან, ქართული ოპოზიციური მოძრაობისთვის უკეთესი იქნებოდა".

"თუ რამეზე ნაკლებად გვისაუბრია, ამაზე ვისაუბრეთ. ჩემთვის ეს ადამიანი რჩება ისეთად, როგორიც არის. მე ვფიქრობ, არაფერი არასდროს არ შეიცვლება მასთან დაკავშირებით. ეს მისი არჩევანი იყო, რა ნაბიჯებიც გადადგა მის ცხოვრებაში. მე მას არაერთხელ ვურჩიე, რომ თუ ის დისტანცირდებოდა ქართული პოლიტიკისგან, უკეთესი იქნებოდა ქართული ოპოზიციური მოძრაობისთვის, დანარჩენი ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, მაგრამ მისი კვალი ამ პარტიაში, არ და ვერ იქნება, ამაზე არის სრული კონსენსუსი და შეთანხმება მთელ ჩვენ გუნდში", - განაცხადა ნიკა მელიამ.