Foto

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთი მოლდოვის დემოკრატიული მთავრობის ჩამოგდებას ცდილობს

რუსეთი მოლდოვის დემოკრატიული მთავრობის ჩამოგდებას ცდილობს, - ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხაი პოპშოიმ განაცხადა.

მისივე თქმით, „მოლდოვის ხელისუფლებამ იცის, რომ კრემლი აპირებს, დიდი ენერგია და ფინანსები დააბანდოს თავისი მარიონეტების დახმარებით, რათა სასურველს მიაღწიოს და ცდილობს, მოლდოვის მოქალაქეების მოსყიდვას".

„რუსეთი სწავლობს და ადაპტირებას ახდენს, ისინი ცდილობენ, დემოკრატიული პროცესი გამოიყენონ ჩვენ წინააღმდეგ, რათა ჩამოაგდონ დემოკრატიული მთავრობა მოლდოვაში“, - განაცხადა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.