ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეთანხმდა აშშ-ის პრეზიდენტთან, რომ „ჰამასის“ განადგურება აუცილებელია, ეს კი რაფაჰში შესვლის გარეშე შეუძლებელია, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა Fox News-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტმა ბენიამინ ნეთანიაჰუს სთხოვა კომენტარი გაეკეთებინა ჯო ბაიდენის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, რაფაჰზე შეტევა აშშ-სთვის „წითელი ხაზია“, რაზეც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ რაფაჰში „ჰამასის“ ძალების ხელშეუხებლად დატოვება ისრაელისთვის „წითელ ხაზს“ წარმოადგენს.
„აშშ-ის პრეზიდენტთან შევთანხმდით, რომ „ჰამასი“ უნდა გავანადგუროთ. ჩვენ ვერ დავტოვებთ „ჰამასის“ ტერორისტული არმიის მეოთხედს რაფაჰში. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ „ჰამასი“ გადარჩეს. ჩვენ მუხრუჭიდან ფეხს არ ავიღებთ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press