რომის პაპის მოწოდება მოლაპარაკებისკენ გასაგებია და რუსეთი მზად იყო ამისთვის, თუმცა კიევმა ეს იდეა უარყო იმის იმდედად, რომ დასავლეთის დახმარებით რუსეთის დამარცხება შეიძლებოდა, - ამის შესახებ კრემლის პრესსკიპერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
როგორც პესკოვი აღნიშნავს, ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენებიც კარგად აჩვენებს, რამდენად შესაძლებელია რუსეთის სტრატეგიული დამარცხება.
„სამწუხაროდ, როგორც პაპის, ასევე სხვა მხარეების, მათ შორის, ჩვენს განმეორებით განცხადებებზე მოლაპარაკებების შესახებ, ბოლო პერიოდში აბსოლუტურად მკაცრი უარი იყო კიევიდან“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომის პაპმა ფრანცისკემ RSI-თან ინტერვიუში, რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინამ "თეთრი დროშის" გამბედაობა უნდა გამოიჩინოს და რუსეთთან მოლაპარაკება აწარმოოს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press