12-16 მარტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროს ესტუმრება. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტ ერიკ ნუსბაუმერს შეხვდება.
"ასევე, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ლიხტენშტაინის სამთავროში პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს ლიხტენშტაინის სამთავროს პრემიერ-მინისტრთან, დენიელ რიხთან და ლიხტენშტაინის პარლამენტის პრეზიდენტთან, ალბერტ ფრიკასთან.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და უმრავლესობის წევრი ქეთევან ჩარკვიანი შედიან",- ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყავე...
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
Mana press