ევროკომისია ევროკავშირის წევრებისთვის ბოსნია და ჰერცეგოვინას გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ რეკომენდაციას გასცემს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ქვეყანამ ევროკავშირისკენ შთამბეჭდავი შემხვედრი ნაბიჯები გადადგა.
„რა თქმა უნდა, მეტი წინსვლაა საჭირო ჩვენს კავშირში გასაწევრიანებლად, მაგრამ ქვეყანა ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ შეუძლია შეესაბამებოდეს წევრობის კრიტერიუმებს და მისი მოქალაქეების სურვილს, იყვნენ ჩვენი ოჯახის წევრები. ამიტომ, დღეს ჩვენ გადავწყვეტთ და რეკომენდაციას მივცემთ საბჭოს, დაიწყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ბოსნია და ჰერცეგოვინასთან“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press