Foto

IDF - „ჰეზბოლამ“ დღეს დილით ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა ისროლა

ლიბანურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ დღეს დილით ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა ისროლა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ავრცელებს.

„ჰეზბოლას“ ცნობით, სამიზნე გოლანის მაღლობებზე ისრაელის არმიის ორი ბაზა იყო.

"ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, "რკინის გუმბათმა“ ათეულობით რაკეტა გაანეიტრალა", - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.