Foto

გუბერნატორი - ბელგოროდში, ადმინისტრაციის შენობას დრონი შეეჯახა

რუსეთში, ბელგოროდში უპილოტო საფრენი აპარატი ქალაქის ადმინისტრაციის შენობას შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს.

ბელგოროდის მერიაში აცხადებენ, რომ უპილოტო საფრენი აპარატი შენობის შესასვლელ კარს შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა.

შენობაში ჩამსხვრეულია ფანჯრის მინები და დაზიანებულია ფასადი.