Foto

ფაშინიანი - სომხეთმა რუსეთს ერევნის საერთაშორისო აეროპორტიდან მესაზღვრეების გაყვანა ოფიციალურად მოსთხოვა

სომხეთმა რუსეთს ერევნის საერთაშორისო აეროპორტიდან მესაზღვრეების გაყვანა ოფიციალურად მოსთხოვა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, რუსი მესაზღვრეები ერევნის საერთაშორისო აეროპორტს პირველი აგვისტოსთვის დატოვებენ.

„ჩვენ შევატყობინეთ, რომ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება. თუ არ ვცდები, 2024 წლის აგვისტო არის ბოლო ვადა“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.