საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და პოლიტიკური ურთიერთობები განიხილეს.
"საუბარი შეეხო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას და უორდროპის სტრატეგიული დიალოგის როლს პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების კუთხით.
აღინიშნა ასევე გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვანი წვლილი სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მარკ კლეიტონს გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press