Foto

DW - მსოფლიოში ბავშვთა სიკვდილიანობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა

2022 წელს მსოფლიოში 5 წლამდე ბავშვების სიკვდილიანობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე - 4,9 მილიონამდე შემცირდა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF), მსოფლიოს ჯანმრთელობის ორგანიზაციამ (WHO) და მსოფლიო ბანკმა ჩაატარეს.

გამოქვეყნებული მონაცემებით ირკვევა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2000 წლის შემდეგ 51%-ით არის შემცირებული, 1990 წლის მონაცემებთან შედარებით კი 62%-ით.

"ბავშვთა სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მშობიარობის დროს გართულებები რჩება. 2000 წლის შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით 162 მილიონი დაღუპული ბავშვიდან 72 მილიონი სიცოცხლის პირველივე თვეშია გარდაცვლილი. სხვა მიზეზებს შორისაა რესპირატორული ინფექციები, მალარია, დიარეა", - ვკითხულობთ კვლევაში.