აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც აშშ-ში TikTok-ის აკრძალვას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა 352-მა დეპუტატმა, 65 კი წინააღმდეგი იყო. კანონპროექტის წინააღმდეგი იყო 15 რესპუბლიკელი და 50 დემოკრატი კანონმდებელი.
ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის ხელს მოაწერს კანონპროექტს, თუ აღნიშნულს სენატი მხარს დაუჭერს.
TikTok-ის ადმინისტრაციის განცხადებით, ახლა მათი ყურადღება სენატისკენ არის მიმართული.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სენატი განიხილავს ფაქტებს, მოუსმენს თავის ამომრჩეველს და გააცნობიერებს გავლენას ეკონომიკაზე, შვიდ მილიონ მცირე ბიზნესსა და 170 მილიონ ამერიკელზე, რომლებიც სარგებლობენ ჩვენი სერვისით”, - ნათქვამია TikTok-ის განცხადებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press