აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს ვაშინგტონში უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება წერს, შეხვედრაზე განიხილეს რუსეთ-უკრაინის ომი, რასაც ჯოზეფ ბორელმა ევროპისთვის ყველაზე დიდი პრობლემა უწოდა. განხილულ საკითხებს შორის იყო ასევე ჰუმანიტარული ვითარება ღაზას სექტორში.
„ჩვენ მადლობელი ვართ პარტნიორობისთვის, ამ პარტნიორობის გაძლიერებით და ფაქტით, რომ ბევრი კრიტიკული საკითხია, რასთან გამკლავებაც გვიწევს. ამან კიდევ უფრო დააახლოვა აშშ და ევროკავშირი“, - განაცხადა ბლინკენმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press