Foto

ლიეტუვის პრეზიდენტი - დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინაში ჯარების გაგზავნის იდეა უნდა განიხილონ

მე მივესალმე უკრაინაში მისიების გაგზავნის იდეას და კვლავ მივიჩნევ, რომ ეს იდეა უნდა განვიხილოთ, - ამის შესახებ ლიეუტვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

როგორც ნაუსედა აღნიშნავს, უკეთესი იქნება, თუ ყველანი კარგად შეაფასებენ სადაზვერვო და სხვა ინფორმაციას, რომელიც ამ დროისთვის ხელმისაწვდომია.

"მე მივესალმე უკრაინაში მისიების გაგზავნის იდეას და კვლავ მივიჩნევ, რომ ეს იდეა უნდა განვიხილოთ. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, თუ ჩვენ ყველანი ერთხმად შევთანხმდებით ამის აუცილებლობაზე და ძალიან კარგად შევაფასებთ სადაზვერვო და სხვა ინფორმაციას, რომელიც გვაქვს", - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.