Foto

ბორელი - ჩვენ ეს შევძელით - წარმომადგენელთა კომიტეტი უკრაინის დახმარების ფონდზე შეთანხმდა

წარმომადგენელთა კომიტეტი უკრაინის დახმარების ფონდზე შეთანხმდა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

როგორც ბორელი აღნიშნავს, ფონდი საშუალებას იძლევა, რომ სამხედრო დახმარება უკრაინაში კიდევ 5 მილიარდი ევროთი გაძლიერდეს.

"ჩვენ ეს შევძელით: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობების მუდმივი წარმომადგენელთა კომიტეტი შეთანხმდა უკრაინის დახმარების ფონდზე.

ფონდი საშუალებას მოგვცემს, გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო დახმარება უკრაინაში კიდევ 5 მილიარდი ევროთი.

მესიჯი ნათელია: ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ყველაფრით, რაც დასჭირდება გამარჯვებისთვის", - წერს ბორელი.