წარმომადგენელთა კომიტეტი უკრაინის დახმარების ფონდზე შეთანხმდა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
როგორც ბორელი აღნიშნავს, ფონდი საშუალებას იძლევა, რომ სამხედრო დახმარება უკრაინაში კიდევ 5 მილიარდი ევროთი გაძლიერდეს.
"ჩვენ ეს შევძელით: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობების მუდმივი წარმომადგენელთა კომიტეტი შეთანხმდა უკრაინის დახმარების ფონდზე.
ფონდი საშუალებას მოგვცემს, გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო დახმარება უკრაინაში კიდევ 5 მილიარდი ევროთი.
მესიჯი ნათელია: ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ყველაფრით, რაც დასჭირდება გამარჯვებისთვის", - წერს ბორელი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press