ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთი მიზეზია სომხეთის მომავლის ხედვის განსახილველად,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ევროკავშირსა და სომხეთს შორის მჭიდრო კავშირების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
როგორც ფაშინიანი აღნიშნავს, რეზოლუციით ევროპარლამენტმა აღნიშნა სომხეთის მიღწევები დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში.
„რეზოლუციაში მოყვანილი იყო ჩემი განცხადება, რომელიც გასული წლის 17 ოქტომბერს ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთდა, რომ სომხეთი მზად არის, იყოს ევროკავშირთან მაქსიმალურად ახლოს, რამდენადაც ამას ევროკავშირი ჩათვლის შესაძლებლად. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ სომხეთს თუ სურს, წარადგინოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი, ევროკავშირის ინსტიტუტებმა დახმარება უნდა გაუწიონ. ამავდროულად, უნდა გამოვხატო სომხეთის მთავრობის ნება, გააგრძელოს მუშაობა სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და განვითარებისთვის“,- განცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press