საქართველოში რამდენჯერმე ვყოფილვარ, ჩვენი პარტნიორობის სამომავლო გაძლიერებისთვის, ქვეყანას უახლოეს მომავალში ისევ ვეწვევი,- ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
როგორც სტოლტენბერგი აღნიშნავს, საქართველო ნატოს ღირებული პარტნიორია, რომელსაც აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა.
„საქართველო ნატოს ღირებული პარტნიორია. ჩვენ ღრმად გვჯერა, საქართველოს ისევე, როგორც ყველა ევროპულ ქვეყანას, აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა. საქართველოში რამდენჯერმე ვყოფილვარ, ჩვენი პარტნიორობის სამომავლო გაძლიერებისთვის, ქვეყანას უახლოეს მომავალში ისევ ვეწვევი. ჩემი გზავნილი საქართველოსადმი არის რეფორმები, რაც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია.
ნატო დაფუძნებულია ღირებულებებზე - დემოკრატია, კანონის უზენაესობა და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე შეესაბამებოდეს ამ სტანდარტებს“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press